პირი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ $624 მლნ-ის და €35 მლნ-ის გათეთრების საქმეზე დააკავა, კახა კოტორაშვილია.
აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად TV “პირველმა“ გაავრცელა, რაც მოგვიანებით BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.
ჩვენი ინფორმაციით, ფულის გათეთრებაში ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 17:30 საათზე გაიმართება.
კახა კოტორაშვილს ეკუთვნის შპს „ფინი“. სავალუტო ჯიხურის 90%-ს დაკავებული ფლობს, ხოლო 10%-ს – ვახტანგ კოტორაშვილი.
სავალუტო ჯიხური „ფინი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ფინი“ ეროვნულ ბანკს ფულის გათეთრებისთვის დაჯარიმებული არ ჰყავს.
ცნობისთვის: კახა კოტორაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს ბრალდებულის მამაც. „გუშინ დააკავეს. საქმის კურსში არ ვართ [რატომ დააკავეს]… მეტყობა რამე რომ 624 მლნ მაქვს?!“, – თქვა ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულის მამამ TV „ფორმულასთან“.
შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…